"კლივლენდი" მილუოკელთა უშუალო კონკურენტია და აღმოსავლეთ კონფერენციაში მის წინა, მე-5 ადგილს იკავებს.
მიუხედავად გამარჯვებისა, ამ ორ გუნდს შორის სხვაობა მაინც სოლიდურია. ამ მატჩის შემდეგ კლივლენდელებს 18 მოგება და 14 მარცხი გაუხდათ, ხოლო მილუოკელებს 17 მოგება და 16 მარცხი აქვთ.
"ბაქსმა" ამ გამარჯვებით დაამტკიცა, რომ პლეი ოფში თამაშის ღირსია და არც ისაა გამორიცხული, ცხრილში კიდევ უფრო
მიუხედავად იმისა, რომ სტუმრად თამაშობდა, "მილუოკიმ" საკმაოდ იოლად იმარჯვა. ფაჩულიას გუნდმა მესამე პერიოდში გატეხა "კლივლენდი" და ბოლო მეოთხედში ლიდერობა შეინარჩუნა. საბოლოოდ, მილუოკელებმა 96:80 იმარჯვეს.
ფაჩულია სასტარტო ხუთეულში იმყოფებოდა და მოედანზე მთლიანობაში 23 წუთი გაატარა. ზაზამ 9-დან 4 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო. ქართველმა ცენტრმა 9 ქულა, 8 მოხსნა და თითო პასი-ჩაჭრა მოაგროვა. მილუოკელთა შორის ბომბარდირი ბრენდონ ნაითი გახდა 26 ქულით, გიანის ანტეტოკოუმპომ 14 ქულა, 8 მოხსნა და 5 პასი მიითვალა.
როგორც თავში აღვნიშნეთ, "მილუოკი" აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილზეა. მომდევნო მატჩი მილუოკელებს 2 იანვარს, შინ "ინდიანასთან" ელით.
წყარო: www.gbf.ge