ზაზა ფაჩულიას და "მილუოკის" საახალწლო საჩუქარი: გამარჯვება კლივლენდში

AutoSharing Option
ზაზა ფაჩულიამ და მილუოკელებმა საკუთარ თავს ბრწყინვალე საახალწლო საჩუქარი გაუკეთეს. "ბაქსმა" კლივლენდში ლებრონ ჯეიმსის "კავალიერსი" დაამარცხა, თუმცა აღსანიშნავია, რომ ჯეიმსს შესიებული მუხლის გამო არ უთამაშია.

"კლივლენდი" მილუოკელთა უშუალო კონკურენტია და აღმოსავლეთ კონფერენციაში მის წინა, მე-5 ადგილს იკავებს.

მიუხედავად გამარჯვებისა, ამ ორ გუნდს შორის სხვაობა მაინც სოლიდურია. ამ მატჩის შემდეგ კლივლენდელებს 18 მოგება და 14 მარცხი გაუხდათ, ხოლო მილუოკელებს 17 მოგება და 16 მარცხი აქვთ.

"ბაქსმა" ამ გამარჯვებით დაამტკიცა, რომ პლეი ოფში თამაშის ღირსია და არც ისაა გამორიცხული, ცხრილში კიდევ უფრო
დაწინაურდეს და რეგულარული ჩემპიონატის შემდეგ პლეი ოფში შედარებით ხელსაყრელ პოზიციაში აღმოჩნდეს.

მიუხედავად იმისა, რომ სტუმრად თამაშობდა, "მილუოკიმ" საკმაოდ იოლად იმარჯვა. ფაჩულიას გუნდმა მესამე პერიოდში გატეხა "კლივლენდი" და ბოლო მეოთხედში ლიდერობა შეინარჩუნა. საბოლოოდ, მილუოკელებმა 96:80 იმარჯვეს.

ფაჩულია სასტარტო ხუთეულში იმყოფებოდა და მოედანზე მთლიანობაში 23 წუთი გაატარა. ზაზამ 9-დან 4 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო. ქართველმა ცენტრმა 9 ქულა, 8 მოხსნა და თითო პასი-ჩაჭრა მოაგროვა. მილუოკელთა შორის ბომბარდირი ბრენდონ ნაითი გახდა 26 ქულით, გიანის ანტეტოკოუმპომ 14 ქულა, 8 მოხსნა და 5 პასი მიითვალა.

როგორც თავში აღვნიშნეთ, "მილუოკი" აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილზეა. მომდევნო მატჩი მილუოკელებს 2 იანვარს, შინ "ინდიანასთან" ელით.

წყარო: www.gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული