ფაცაციას და მარკოიშვილის გუნდებმა ვითიბი ლიგაზე მორიგი გამარჯვებები იზეიმეს

AutoSharing Option
ქართველების გუნდებმა ვითიბი ლიგაზე მორიგი მატჩები გამართეს - ლევან ფაცაციას "ნიჟნი ნოვგოროდმა" და მანუჩარ მარკოიშვილის ცსკა-მ. ორივე მათგანმა მოიგო და ცხრილის ზედა ნაწილში ადგილი გაიმყარა.

ნიჟნინოვგოროდელებმა "ენისეის" უმასპინძლეს და 10 ქულით - 93:83 მოუგეს. ქართველი ფორვარდი სათადარიგო იყო და მოედანზე 7 წუთი გაატარა. ფაცაციამ 2 ორიანი ააცილა, 3 ბურთი მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

ამ გამარჯვებით ნოვგოროდელებმა ცხრილში მე-3 ადგილი გაიმყარეს. ახლა მათ 11 მოგება და 2 მარცხი აქვთ. პირველ ადგილზე, 13 მოგებითა და 1 წაგებით, მოსკოვის ცსკა-ა. მარკოიშვილის
გუნდმა ამ ტურში ტალინის "კალევი" 103:81 დაამარცხა.

ქართველი უკანახაზელი სათადარიგო იყო და მოედანზე მთლიანობაში 21:33 წუთი გაატარა.

მარკოიშვილმა 3-დან 1 ორქულიანი, 4-დან 1 სამიანი და 1-დან 1 საჯარიმო ჩააგდო. მოგროვებულ 6 ქულას მანუჩარმა 3 მოხსნა, 2 პასი და 2 ჩაჭრა შემატა, ბურთიც 2-ჯერ დაკარგა. საუკეთესო მილოშ თეოდოსიჩი იყო 22 ქულით.

წყარო: gbf.ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული