ქართველი ცენტრი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 23.57 წუთი გაატარა. ამ ხნის განმავლობაში ფაჩულიამ 7 ქულა, 8 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა დააგროვა. ზაზამ 7-დან 2 ორქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო სროლა გამოიყენა; ამასთან ერთად, ბურთი 6-ჯერ დაკარგა.
"ფინიქსთან" მარცხის შემდეგ "მილუოკის" მოგება-წაგების რაოდენობა გაუტოლდა (18-18), თუმცა ფაჩულიას გუნდი აღმოსავლეთ კონფერენციაში კვლავ მე-6 ადგილზე იმყოფება.