გიორგი შერმადინის "კანტუმ" ევროთასზე ფავორიტი რუსები დაამარცხა

AutoSharing Option
გიორგი შერმადინის "კანტუმ" და ვიქტორ სანიკიძის "უნიკსმა" ევროთასის მეორე ეტაპზე პირველი შეხვედრები ჩაატარეს.

კანტუელებმა იტალიაში რუსულ გრანდ "ხიმკის" უმასპინძლეს და ლამაზი ანგარიშით, 99:88 დაამარცხეს. "უნიკსმა" სტუმრად "სტრასბურთან" ითამაშა და 61:72 დათმო. როგორც გითხარით, ეს იყო მეორე ეტაპის პირველი ტური და ჯერ ჯგუფიდან გასვლა-არგასვლაზე მსჯელობა ნაადრევია.

გიორგი შერმადინი და ლომბარდიული სენსაცია ევროთასზე
იტალიურ შეხვედრაში გიორგი შერმადინმა 24 წუთი ითამაშა და ნაყოფიერადაც გაისარჯა: 7 ქულა (5/3 ორქულიანი, 1/1 საჯარიმო), 5 მოხსნა, 1 ჩაჭრა. "კანტუს" ბომბარდირი 19 ქულით დამიან ჰოლისი გახდა, ჯონსონ-ოდომმა კი 18
ჩააგდო.

როგორც ჰოლისს, ასევე ჯონსონ-ოდომს ქულათა დიდი ნაწილი სამქულიანებით მოუგროვდათ.

იტალიელებმა სულ 12 სამიანი გამოიყენეს, რაც გამარჯვების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი იყო.
ასევე დიდი ზეგავლენა იქონია შეხვედრის საბოლოო შედეგზე მეორე პერიოდმა, რომელიც კანტუელებმა აღმაფრენით ჩაატარეს და 20-ქულიანი უპირატესობით მოიგეს - 34:14.

სანიკიძის თითქმის ორმაგი
"სტრასბური"-"უნიკსის" მატჩში კი ყველაზე საინტერესო შედეგი მესამე პერიოდში დაფიქსირდა. ამ ათწუთეულში გუნდებმა სულ 12 ქულა ჩააგდეს ("უნიკსმა" 8:4 მოიგო). ყველა დანარჩენი პერიოდი ფრანგების გამარჯვებით დასრულდა და საბოლოო წარმატებასაც მათ მიაღწიეს.

"უნიკსის" მაისურით ვიქტორ სანიკიძემ 18 წუთი ითამაშა. დროის ამ მონაკვეთში მან 9 ქულა, 10 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მოაგროვა. ვიქტორის დიდი წვლილიცაა იმაში, რომ "უნიკსმა" მასპინძლებს მოხსნაში საგრძნობლად აჯობა (40:27), თუმცა მოხსნებში უპირატესობის მოპოვება საბოლოო შედეგზე რომ არ მოქმედებს, კიდევ ერთხელ დავრწმუნდით.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული