გიორგი შერმადინის გარჯა "კანტუს" "რომასთან" მოსაგებად არ ეყო

AutoSharing Option
გიორგი შერმადინი აგრძელებს წარმატებულ თამაშს, თუმცა მისმა გუნდმა ამჯერად ვერ მოიგო.

იტალიის სერია A-ს მორიგ ტურში შერმადინის გუნდმა "რომას" უმასპინძლა და მიუხედავად ქართველი ლეგიონერის დამაჯერებელი გარჯისა, 60:70 დამარცხდა.

წინა მატჩის მსგავსად, შერმადინს ორმაგი დუბლი არ ჰქონია, თუმცა ის თავის გუნდში სტეფანო ჯენტილესთან ერთად საუკეთესო იყო. ქართველმა ცენტრმა სასტარტო ხუთეულში, 22 წუთი ითამაშა და 8 ქულა, 7 მოხსნა და 1 დაფარება მიითვალა. შერმადინმა 4-დან 3 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო.

შერმადინს მარგი ქმედების კოეფიციენტის იტალიური ლიგის დათვლის სპეციფიკით, 18 ერთეული
დაუგროვდა. ზუსტად იმდენი, რამდენიც მის თანაგუნდელს, 17 ქულის მომგროვებელ სტეფანო ჯენტილეს.

"კანტუმ" 6 მოგება და 9 წაგება მოაგროვა და სერია A-ს კიდევ 5 გუნდთან ერთად 12 ქული IX-XIV ადგილებს იყოფს.

მომდევნო ტურში, 25 იანვარს, "კანტუ" "ვარეზეს" უმასპინძლებს. მანამდე იტალიაში თასის გათამაშება გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას სერია A-ს მიმდინარე ცხრილის საუკეთესო 8 გუნდი მიიღებს.

წყარო: gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული