ლევან ფაცაციასთვის "ნიმბურკთან" შეხვედრა რეკორდული გამოდგა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების უკანახაზელის, ლევან ფაცაციას "ნიჟნი ნოვგოროდმა" ვითიბი ლიგაზე ჩეხურ "ნიმბურკს" უმასპინძლა და 9 ქულის სხვაობით დაამარცხა - 89:80.

მართალია, ლევანს ორმაგი დუბლი არ შეუსრულებია, მაგრამ გუნდის წარმატებაში დიდი წვლილი შეიტანა და ეს შეხვედრა ერთგვარად რეკორდულიც გამოდგა: ფაცაციამ ვითიბი ლიგაზე ყველაზე მეტი სწორედ 12 იანვარს ითამაშა (19 წუთი), ყველაზე მეტი ჩააგდო (8 ქულა), ყველაზე მეტი პასი მიითვალა (3). მან მონაგარი კიდევ 4 მოხსნითა და 1 ჩაჭრით შეივსო. ქართველის ანგარიშზე 2-დან 1 ორქულიანი და 3-დან 2 სამიანია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული