სანიკიძემ ევროთასზე იმარჯვა, შერმადინმა - ვერა

AutoSharing Option
ევროთასის მეორე ეტაპის მეორე ტურში გაიმარჯვა ვიქტორ სანიკიძის "უნიკსმა", ხოლო მოგებამდე ძალიან ცოტა დააკლდა გიორგი შერმადინის "კანტუს".

უნიკსელებმა ჩეხურ "ნიმბურკს" უმასპინძლეს და 75:67 სძლიეს. კანტუელები კი საბერძნეთს სტუმრობდნენ, სალონიკის პაოკ-თან დაძაბულ ბრძოლაში 77:78 დამარცხდნენ.

შერმადინი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 16 წუთი გაატარა. დროის ამ მონაკვეთში მან 6-6 ქულა-მოხსნა და თითო პასი-დაფარება ჩაიწერა. "კანტუს" სნაიპერი 16 ქულით დექუან ჯონსი გახდა. პაოკ-ის გამარჯვება კი 18-ქულიანმა კევინ ლენგფორდმა განაპირობა.

ამავე გვარის კალათბურთელი, ოღონდ კიტი, "უნიკსი"-"ნიმბურკის" ბომბარდირი გახდა - 14 ქულა.
ვიქტორ სანიკიძემ
სულ 10 წუთი ითამაშა და ქულა-მოხსნა წუთებში შეაჯამა: 3 ქულა, 7 მოხსნა, რასაც 1 შედეგიანი გადაცემა მიამატა.

ევროთასზე თითო ჯგუფში ოთხი გუნდია, მატჩებს შინ და გარეთ მართავენ. ამიტომ ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე ოთხი მატჩით ადრე ჯგუფიდან გასვლა-არგასვლაზე დასკვნების გამოტანა ნაადრევია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული