გიორგი შერმადინის გუნდმა სერია A-ში "ვარეზეს" სძლია

AutoSharing Option
გიორგი შერმადინის "კანტუმ" იტალიის ჩემპიონატში მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.

ტურის ბოლო მატჩში კანტუელებმა "ვარეზეს" უმასპინძლეს და 91:83 სძლიეს. ამ გამარჯვებით შერმადინის გუნდმა სერია A-ში მე-8 ადგილზე აინაცვლა.

ქართველი ცენტრი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე გატარებულ 21 წუთში 6 ქულა, 4 მოხსნა და 3 პასი დააგროვა. გიორგიმ 4-დან 2 ორქულიანი და 2-დან ორივე საჯარიმო ჩააგდო.

კანტუელთაგან საუკეთესო იყო ამერიკელი დეჟან ჯონსი, რომელმაც 26 ქულა, 7 მოხსნა და 5 პასი მიითვალა. შერმადინის კლუბმა 7 მოგება და 9 მარცხი მოაგროვა და როგორც აღვნიშნეთ, მე-8
პოზიციას უწია, მომდევნო მატჩს კი 1-ელ თებერვალს, სტუმრად, "სიდიგას აველინოსთან" ჩაატარებს.

წყარო: gbf.ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული