გიორგი შერმადინის "კანტუმ" "აველინო" დაამარცხა

AutoSharing Option
გიორგი შერმადინის "კანტუმ" იტალიის სერია A-ში მორიგი გამარჯვება მოიპოვა.

კანტუელებმა სტუმრად "აველინო" დაძაბულ ბრძოლაში - 79:76 დაამარცხეს, რაშიც წვლილი ქართველ ლეგიონერსაც მიუძღვის.

შერმადინი სათადარიგო იყო, თუმცა მოედანზე 23 წუთით გამოჩნდა და თავისიანთაგან რიგით მესამე შედეგი აჩვენა.

ქართველმა ცენტრმა 6-დან 3 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, რამაც 8 ქულა შეადგინა. ამასთან ერთად, გიორგიმ 8 მოხსნა, 3 დაფარება და თითო ჩაჭრა-პასი მიითვალა.

8 მოგებითა და 9 მარცხით "კანტუ" ცხრილში მე-8 ადგილზეა. მორიგ მატჩს "კანტუ" 8 თებერვალს, შინ "დოლომიტისთან" გამართავს.

წყარო:gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული