"ბაქსი" ფაჩულიას გარეშეც იგებს, როდის დაბრუნდება მოედანს ზაზა?

AutoSharing Option
ზაზა ფაჩულიამ ზედიზედ მე-6 მატჩი გამოტოვა. მას გარდა მილუოკელებს არაერთი წამყვანი მოთამაშე აკლიათ - ერსან ილიასოვა, კენიონ მარტინი, ლარი სანდერსი... მიუხედავად ამისა, მილუოკელები იგებენ. ბოლო 6 შეხვედრიდან "ბაქსმა" 5-ში გაიმარჯვა.

წინა დღეს "ჰიუსტონთან" ბრძოლაში - 111:117 დამარცხების შემდეგ, ჯეისონ კიდის გუნდმა 8 თებერვალს, გამთენიისას "ბოსტონი" 96:93 დაამარცხა.

ზაზას სერიოზული ტრავმა არ აწუხებს და ის მოედანს მალე დაუბრუნდება. ფაჩულიას განცხადებით, მას ფეხის კუნთი "მაიამისთან" 27 იანვარს მოგებულ მატჩში დაეჭიმა და ახლა მწყობრში ჩადგომას ელოდება.

"კუნთი მაქვს დაჭიმული, სერიოზული არაა, მაგრამ აღდგენას
დრო სჭირდება. ბოლო 1 კვირაში, 5 მატჩი გავმართეთ და თავისთავად მომიხდა ამდენი შეხვედრის გაცდენა.

იმედი მაქვს, ფეხის ტკივილი გამივლის და მოედანს მალე დავუბრუნდები" - გვითხრა ფაჩულიამ.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული