გიორგი შერმადინმა "ბოლონიასთან" მატჩში 6 ქულა და 3 მოხსნა მოაგროვა

AutoSharing Option
ბოლო დროს წარმატებულად მოასპარეზე გიორგი შერმადინის "კანტუმ" მარცხი განიცადა.

კანტუელები ბოლონიაში ამავე სახელწოდების გუნდს ესტუმრნენ და 12 ქულის სხვაობით - 96:108 წააგეს.

მიუხედავად იმისა, რომ სასტარტო ხუთეულში იყო, შერმადინს მხოლოდ 12 წუთი მოუწია თამაში. ქართველმა ლეგიონერმა 4-დან 2 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. 6 ქულასთან ერთად, გიორგის 3 მოხსნა ჰქონდა.

ჩინებულად გაისარჯა კანტუელთა ამერიკელი ლეგიონერი დარიუს ჯონსონ-ოდომი, რომელმაც 27 ქულა და 7 პასი დააგროვა, მაგრამ მხოლოდ მისი გარჯა არ აღმოჩნდა გასამარჯვებლად საკმარისი.

9 მოგებითა და 10 წაგებით "კანტუ" იტალიის
უმაღლეს ლიგაში მე-10 ადგილზეა. მომდევნო მატჩი კი საკმაო პაუზის შემდეგ - 1-ელ მარტს ელის, როცა სასარიში "დინამოს" დაუპირისპირდება.

წყარო: gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული