ლევან ფაცაცია და "ნიჟნი ნოვგოროდი" კონტრაქტის გაწყვეტაზე შეთანხმდნენ

AutoSharing Option
რუსულმა საკალათბურთო კლუბმა "ნიჟნი ნოვგოროდმა" ლევან ფაცაციასთან კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გაწყვიტა. ამის შესახებ კლუბის ოფიციალური საიტი იუწყება.

საქართველოს ნაკრების ფორვარდი "ნიჟნი ნოვგოროდში" გასული წლის ნოემბერში გადავიდა. ლევანი გუნდს ევროლიგის ტოპ-16-ში შეღწევასა და ვითიბი ლიგის სატურნირო ცხრილის ზედა ნაწილში დამკვიდრებაში დაეხმარა.

"მადლობა ლევანს, ჩვენთან ერთად გაწეული სამსახურისთვის. ვფიქრობ, ის ბევრ თამაშში დაგვეხმარა, სათადარიგოთა სკამიდან ავსებდა გუნდს ენერგიით, ზრუნავდა დაცვაზე. მაგრამ სეზონის დასკვნით სტადიაში ჩვენ შეტევაში უფრო მდიდარი არსენალის მქონე მოთამაშეები გვჭირდება.

ლევანს შემდგომ კარიერაში წარმატებებს ვუსურვებთ", - თქვა "ნიჟნი ნოვგოროდის"
მთავარმა მწვრთნელმა აინარს ბაგაცკისმა.
მკითხველის კომენტარები / 2 /
ამას დიდი ხანია ველოდი. ძალიან პასიური იყო შეტევაში. ჩვენთან კი წერდნენ "დაცვაში საიმედოა, ენდობიანო", მაგრამ სულ იმას ვამბობდი, რომ შეტევაში თუ არ იაქტიურა არ გააჩერებენ-მეთქი. არადა შეეძლო, ვფიქრობ, ფსიქოლოგიაში ქონდა პრობლემა. იმედი მაქვს გამოასწორებს.
ლადო
13:45 20-02-2015
0
ტეხს
თბილისი
16:58 18-02-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული