"მილუოკის" გამარჯვება უკვე ჩვეულ მოვლენად იქცა. უფრო ამ გუნდის მარცხი უნდა გაგვიკვირდეს, იმდენად დალაგებულად და შედეგიანად თამაშობენ მილუოკელები. მართალია, მორიგი მეტოქე დასავლელი აუტსაიდერი იყო, თუმცა ნებისმიერი გუნდის ძლევა ძალთა მაქსიმალურ მობილიზების გარეშე არ მიიღწევა.
"მილუოკიში" საოლსტარო უიკენდზე მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა. გუნდი დატოვა ბომბარდირმა ბრენდონ ნაითმა,
ამ 3 ახალწვეულიდან "დენვერის" წინააღმდეგ მხოლოდ ენისმა ითამაშა და 18 წუთში 4 ქულა მოაგროვა. კარტერ-უილიამსს და პლამლის არ უთამაშიათ. ეს უკანასკნელი "ფინიქს სანსში" მიმდინარე სეზონში საშუალოდ 18.6 წუთს თამაშობდა, შესაბამისად 4.3 ქულას, 5.1 მოხსნას და 1 დაფარებას ითვლიდა. მისი ძმა მეისონ პლამლი უფრო ყოჩაღი ბიჭია, რომელიც საკუთარ ილაჯს "ბრუკლინ ნეთსს" ახმარს.
"დენვერთან" მატჩში ცენტრის პოზიციაზე სასტარტო ხუთეულში ჯონ ჰენსონი გახლდათ, რომელმაც 18 წუთში 14 ქულა და 4 დაფარება მიითვალა. ფაჩულიამ 30 წუთი ითამაშა და 10-დან 4 ორქულიანი ჩააგდო. 8 ქულასთან ერთად ზაზამ 6 მოხსნა და 1 პასი მიითვალა, ბურთი კი 2-ჯერ დაკარგა. მილუოკელებმა გუნდური სულისკვეთებით ითამაშეს. მოედანზე გამოსული 9 კალათბურთელიდან 6-მა მიაღწია 10-ქულიან ზღვარს, თუმცა არც ერთ მათგანს 15 ქულაზე მეტი არ ჩაუგდია.
31 მოგებითა და 23 მარცხით "მილუოკი" აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილზეა და მეხუთეზე მყოფ "ვაშინგტონამდე" მცირედიღა აშორებს. დედაქალაქურ გუნდს 33 მოგება და 22 მარცხი აქვს.
მორიგი შეხვედრა "მილუოკის" ფაჩულიას ყოფილ გუნდ "ატლანტასთან" 22 თებერვალს, შინაურ არენაზე ელის.
წყარო: www.gbf.ge