ზაზა ფაჩულია თავის ყოფილ კლუბ "ატლანტა ჰოუქსთან" დამარცხდა

AutoSharing Option
ზაზა ფაჩულიას ახლანდელმა გუნდმა უწინდელთან წააგო. "მილუოკი ბაქსმა" ბოლო თვეების ყველაზე წარმატებულ გუნდს, აღმოსავლეთ კონფერენციის ლიდერ "ატლანტა ჰოუქსს" უმასპინძლა და 86:97 დამარცხდა.

მილუოკელები სამი მეოთხედი ტოლ-სწორად ეთამაშნენ ატლანტელებს და ბოლო პერიოდში გატყდნენ. უკანასკნელი 12-წუთეული რომ დაიწყო, ანგარიში თანაბარი - 64:64 იყო. კაილი კორვერის სამქულიანებით "ჰოუქსმა" მალე მოიპოვა 10-ქულიანი ლიდერობა და ეს ჰანდიკაპი თამაშის ბოლომდე შეინარჩუნა.

"მილუოკიში" ისევ არ ითამაშა "ფილადელფიიდან" შემატებულმა მაიკლ კარტერ-უილიამსმა, ხოლო ახალწვეულმა ცენტრმა, მაილს პლამლიმ 15-წუთიანი დებიუტი მოიწყო. ექსფინიქსელმა მეფარემ 4 ქულა, 5 მოხსნა და 3 პასი
მითვალა. ძირითადში ცენტრის პოზიციაზე მყოფმა ჯონ ჰენსონმა 18 წუთში 2 ქულა და 8 მოხსნა დააგროვა.

სათადარიგო იყო და 15 წუთი ითამაშა ზაზა ფაჩულიამაც. ქართველმა ცენტრმა 3-დან 1 ორქულიანი ჩააგდო, 1 სამიანი კი ააცილა. ფაჩულიამ საბოლოოდ 2 ქულა, 3 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა.

"ატლანტაში" 23 ქულით და 16 მოხსნით საუკეთესო პოლ მილსეპი გახლდათ, 15 ქულა ფაჩულიას ოდინდელმა თანაგუნდელმა და კონკურენტმა ალ ჰორფორდმა მიითვალა.

31 მოგებითა და 24 მარცხით მილუოკელები აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილზე არიან და დაქვეითება მინიმუმ 1 თვე არ ემუქრებათ. მე-7-ზე მყოფ "მაიამის" 23 მოგება და 31 მარცხი აქვს.

მორიგი მატჩი ფაჩულიას გუნდს 24 თებერვალს, გამთენიისას, ჩიკაგოში "ბულსთან" ელის.

წყარო: www.gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 5 /
ზაზამ ვერ ისწავლა ხო ტამასჰი რებს აბობტ ვაი ტქვეს პატროს აზა უდიდესი მოტამაშეა და გადახედეტ კარიერას ებიაში დ ეხლაც
სირცხვილა ამას რო აბობთ ის კი არა ჯორდასაც რამდენჯერ ჩაუვრდა ტამასჰი
irakli
23:44 23-02-2015
0
l-ს. - "მე ვუყურე თამაშს და ზაზამ წააგებინა გუნდს, ვერა და ვერ ისწავლა თამაში ამ კაცმა ". რა აზროვნების ხალხი აღარ ცხოვრობს ამ ბედრკულ საქართველოში. ზაზას თურმე თამაში დღემდე ვერ უსწავლია, მაგრამ მაინც ნბა-ში თამაშობს. სამწუხაროა, როცა ქართველთა უდიდესი ნაწილი არა კრეატიული და ბოღმით დაბზუებული არსებაა, ....... შეიძლება კაცს, მართლა ჩაუვარდეს ერთი თამაში, რაც ჯორდანსაც კი ემართებოდა, მაგრამ ასეთ მოთამაშეზე, რომელი ნორმალური ადამიანი იტყვის, თამაში ვერ ისწავლაო.... მოკლედ...
bibi
17:12 23-02-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული