10:08 02-03-2015
შენგელია დიდ ბასკურ ჩხუბში - თორნიკემ ორი მეტოქე გალახა [VIDEO+PHOTO]
AutoSharing Option
მატჩის დასრულებამდე 7.2 წამით ადრე მოედანზე დიდი აურზაური მოხდა, რომელიც შენგელიასა და სერბი დეიან ტოდოროვიჩის დაპირისპირებამ გამოიწვია.
ყველაფერი "ბილბაოს" შეტევას მოჰყვა, რომელიც ტოდოროვიჩმა ჩატენვით ვერ დააგვირგვინა - შენგელიამ იგი წესის დარღვევით შეაჩერა. პირით ხაზთან მდგომ თოკოს ტოდოროვიჩი აგრესიულად მივარდა და მკერდით დაეჯახა. ქართველი შებრუნდა და მეტოქეს გვარიანად უთავაზა.
სერბს მისი ლატვიელი თანაგუნდელი დაირის ბერტანსი გამოესარჩლა, თორნიკეს მიეჭრა, თუმცა უმალ იატაკზე აღმოჩნდა. ამასობაში მოედნის კიდესთან ორივე გუნდის კალათბურთელებმა მიირბინეს. ჩხუბის მეორე ფაზაში ვეღარ აჩერებდნენ თორნიკეს თანაგუნდელ დიოპს.
საქმეში მოედნის დაცვის სამსახურიც ჩაერთო და, ბოლოს და ბოლოს, სიტუაცია განიმუხტა. ყველაფერი კი იმით დასრულდა, რომ თორნიკე შენგელია მსაჯებმა დისკვალიფიკაციით დასაჯეს.
აქ მტყუან-მართალის გამორკვევას არ შევუდგებით, უბრალოდ, გირჩევთ, ეს ეპიზოდი ვიდეოში განმეორებით ნახოთ და დასკვნები თავად გამოიტანოთ.
რაც შეეხება სტატისტიკას, გამარჯვებულთაგან 12-14 ქულას შორის "იტრიალა" ხუთმა კალათბურთელმა, ხოლო "ბასკონიაში" მხოლოდ ერთმა მოთამაშემ გადალახა ათქულიანი ზღვარი: დავის ბერტანსმა 12 ქულა ჩააგდო. შენგელია ორმაგ დუბლს მიუახლოვდა: 21 წუთი, 8 ქულა, 7 მოხსნა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 16 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
მშვენივრად მოიქცა. ჯიგარი კაცია. (კ) ოდალას კი ვურჩევ აზრზე მოვიდეს. ამართლებს სახელს
0
0
თორნიკე ღირსეული კაცია. და ამ ღირსებას დაიცავს მოედანზეც და მის გარეთაც.
4
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული