ვიქტორ სანიკიძის არყოფნაში "უნიკსმა" გიორგი შერმადინის "კანტუ" დაამარცხა

AutoSharing Option
ევროთასის გათამაშებაში პლეი ოფი დაიწყო. მეთექვსმეტედფინალში ერთმანეთს გიორგი შერმადინის "კანტუ" და ვიქტორ სანიკიძის "უნიკსი" შეუწყვილდნენ. სერია 2-მატჩიანია, რომლის პირველი შეხვედრა 4 მარტს კანტუში გაიმართა.

სამწუხაროდ, ქართველი კალათბურთელები მოედანზე ერთმანეთს ვერ შეხვდნენ. ვიქტორ სანიკიძე ტრავმირებულია. დაახლოებით 1 თვის წინ მან მხარზე ოპერაცია გაიკეთა და ახლა რეაბილიტაციის კურსს გადის. გიორგი შერმადინმა კი ითამაშა და რაც შეეძლო, თავის გუნდს დაეხმარა.

შეხვედრა სტუმართა, "უნიკსის" კალათბურთელთა გამარჯვებით - 70:64 დასრულდა. შერმადინი სათადარიგო იყო და მოედანზე 17 წუთით გამოჩნდა. ქართველმა ცენტრმა 2-დან ორივე ორქულიანი ჩააგდო და
4 ქულასთან ერთად, 4 მოხსნა, 1 პასი და 1 დაფარება მიითვალა. 15 ქულით კანტუელთაგან ბომბარდირი დარიუს ლამარ-ჯონსონი გახდა.

ამ გუნდებს შორის მეთექვსმეტედფინალური სერიის საპასუხო მატჩი ყაზანში, 11 მარტს გაიმართება. "კანტუ" მხოლოდ იმ შემთხვევაში გავა მერვედფინალში, თუკი 6 ქულაზე მეტით იმარჯვებს.

წყარო: gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული