ნიკოლოზ ცქიტიშვილის ორმაგი დუბლი "ჩემპვილს" გამარჯვებისთვის არ ეყო

AutoSharing Option
ნიკოლოზ ცქიტიშვილის მორიგი გაბრწყინება იბანის ჩემპიონატში. ქართველმა ფორვარდმა, რომელიც "ჩემპვილის" ღირსებას იცავს, მორიგი ტურის მატჩში "ტადამონთან" 22 ქულა, 15 მოხსნა, 6 პასი, 2 დაფარება და 1 ჩაჭრა მოაგროვა.

სამწუხაროდ, ცქიტიშვილის ბრწყინვალე გარჯა გამარჯვებით ვერ დაგვირგვინდა. "ჩემპვილმა" დაძაბულ, ოვერტაიმიან ბრძოლაში 99:107 წააგო. ქართველმა ფორვარდმა 42 წუთი ითამაშა და 12-დან 7 ორქულიანი, 6-დან 1 სამქულიანი და 5-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, 3 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 4-ჯერ დაჯარიმდნენ.

შედეგად, ქართველი კალათბურთელის სარგებლიანობის კოეფიციენტმა 35-ს უწია, რაც "ჩემპვილის" რიგებში გამორჩეული
შედეგი გახლდათ.

ლიბანის ჩემპიონატის გათამაშების ფორმატის თანახმად მონაწილე 8 გუნდი ორად გაიყო. "ჩემპვილი" B ჯგუფში მოხვდა და 7 მოგების წილ 8 მარცხი გააჩნია. ამ შედეგით ცქიტიშვილის გუნდი ჯგუფში მეორეა, მომდევნო შეხვედრა კი 9 მარტს, ბოლოადგილოსნ "ჰუპსთან" ელის.

წყარო: gbf.ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული