შეგახსენებთ, რომ "ბასკონიასა" და "ბილბაო ბასკეტის" მატჩის ბოლო წამებზე თორნიკე შენგელიასა და დეიან ტოდოროვიჩს შორის ამტყდარი ჩხუბი გუნდი-გუნდზე დაპირისპირებაში გადაიზარდა.
სადისციპლინო კომიტეტმა შენგელიას და ტოდოროვიჩს დროებითი დისკვალიფიკაცია მოუხსნა და ქართველ კალათბურთელს 5-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცა, სერბს - 4-მატჩიანი.
თორნიკეს 5-დან ერთი მატჩი უკვე გამოტოვებული აქვს. შენგელიას თანაგუნდელი დიოპი 3 ათასი დოლარით დაჯარიმდა. კალათბურთელებს გასაჩივრებისთვის 10-დღიანი ვადა აქვთ.