ესპანეთის საკალათბურთო ლიგამ თორნიკე შენგელიას განაჩენი გამოუტანა

AutoSharing Option
11 მარტს ესპანეთის საკალათბურთო ლიგამ (ACB) განაჩენი გამოუტანა თორნიკე შენგელიას ბასკურ დერბიში ჩხუბისთვის.

შეგახსენებთ, რომ "ბასკონიასა" და "ბილბაო ბასკეტის" მატჩის ბოლო წამებზე თორნიკე შენგელიასა და დეიან ტოდოროვიჩს შორის ამტყდარი ჩხუბი გუნდი-გუნდზე დაპირისპირებაში გადაიზარდა.

სადისციპლინო კომიტეტმა შენგელიას და ტოდოროვიჩს დროებითი დისკვალიფიკაცია მოუხსნა და ქართველ კალათბურთელს 5-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცა, სერბს - 4-მატჩიანი.

თორნიკეს 5-დან ერთი მატჩი უკვე გამოტოვებული აქვს. შენგელიას თანაგუნდელი დიოპი 3 ათასი დოლარით დაჯარიმდა. კალათბურთელებს გასაჩივრებისთვის 10-დღიანი ვადა აქვთ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული