ვიქტორ სანიკიძის "უნიკსმა" გიორგი შერმადინის "კანტუ" დაამარცხა

AutoSharing Option
ევროთასის მერვედფინალში ვიქტორ სანიკიძის "უნიკსმა" გიორგი შერმადინის "კანტუს" უმასპინძლა. უნიკსელებს პირველი მატჩი იტალიაში 6 ქულის სხვაობით ჰქონდათ მოგებული, რაც განმეორებითი შეხვედრისთვის საკმარისი ფორა იყო.

სანიკიძის გუნდმა მეორედაც გაიმარჯვა (75:72) და დამსახურებულად გავიდა მეოთხედფინალში.

ვიქტორს ტრავმის გამო არ უთამაშია. რაც შეეხება შერმადინს, მან 14 წუთი ითამაშა და 11 ქულა (5/3 ორქულიანი, 6/5 საჯარიმო) ჩააგდო, რასაც 2 მოხსნა და 1 პასი მიამატა.

მეოთხედფინალში "უნიკსი" ყუბანის "ლოკომოტივს" შეხვდება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული