გიორგი შერმადინის 6 ქულა და გამარჯვება "კასერტასთან"

AutoSharing Option
შერმადინის "კანტუმ" იტალიის უმაღლეს ლიგაში მორიგი მატჩი მოიგო. კანტუელებმა "იუვეკასერტას" უმასპინძლეს და 83:72 დაამარცხეს.

ქართველი ცენტრი სასტარტო ხუთეულში იყო, თუმცა მოედანზე მხოლოდ 16 წუთი გაატარა. ამის მიზეზი 5 პერსონალური შენიშვნა გახლდათ. გიორგიმ 5-დან 3 ორქულიანი ჩააგდო, 2 საჯარიმო კი ააცილა. მან შეხვედრა 6 ქულით, 1 მოხსნით და 1 პასით დაასრულა.

19 ქულით კანტუელებს ჯეიმს ფელდეინმა ულიდერა, 16-16 ქულა მიითვალეს სტეფანო ჯენტილემ და ივან ბუვამ.

ამ გამარჯვებით შერმადინის გუნდი საპლეიოფო ზონაში შევიდა. მოგეხსენებათ, იტალიის უმაღლეს ლიგაში პლეი ოფში 8 საუკეთესო გუნდი
გადის, რომლებიც მეოთხედფინალში წყვილდებიან.

კანტუელებს 10 მოგების წილ 11 მარცხი აქვთ და მომდევნო მატჩს სტუმრად, "ბრინდისის" წინააღმდეგ 22 მარტს გამართავენ.

წყარო: gbf.ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული