გიორგი შერმადინის "კანტუმ" იტალიის ჩემპიონატში დასანანი მარცხი იწვნია

AutoSharing Option
გიორგი შერმადინის "კანტუ" იტალიის ჩემპიონატში სტუმრად "ენელ ბრინდისის" შეხვდა და დამატებით დროში - 75:76 დამარცხდა.

"ბრინდისის" ღირსებას ქართული პასპორტის მქონე ჯეიკობ პულენი იცავს, რომელმაც აღნიშნული შეხვედრა შედეგიანად ჩაატარა.

რაც შეეხება შერმადინს, ის შედარებით მოკრძალებული გახლდათ. გიორგი სასტარტო ხუთეულში კი იყო, თუმცა 19 წუთში მხოლოდ 2 ქულა, 1 მოხსნა და 1 პასი მიითვალა.

გიორგიმ 4-დან 1 ორქულიანი ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი ერთხელ დაჯარიმდნენ. გამარჯვებულთა რიგებში 33 წუთი ითამაშა ქართული პასპორტის მქონე ჯეიკობ პულენმა, რომელმაც
8-დან 4 ორქულიანი, 7-დან 1 სამქულიანი და 6-დან 5 საჯარიმო ჩააგდო და 16 ქულას 1 მოხსნა და 2 პასი წაამატა.

გიორგი შერმადინის "კანტუ" 10 მოგებით და 12 მარცხით მე-8-დან მე-10 პოზიციამდე ჩამოქვეითდა. მომდევნო მატჩს კანტუელები 29 აპრილს, სტუმრად "ჯიორჯიო ტეზისთან" გამართავენ.

წყარო: gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული