ის შეხვედრის ყველაზე სასარგებლო კალათბურთელი იყო: კარგად ისროდა - 11-დან 6 ჩააგდო თამაშიდან, მეტოქის ფარზე, ტრადიციულად, კარგად იბრძოდა - 5 მოხსნა. მაგრამ უფრო თვალშისაცემია მისი 7 პასი და 5 ჩაჭრა. ბოლო პასი მან ბოლო წამებზე გააკეთა, რისი წყალობითაც "მილუოკიმ" გამარჯვება მოიპოვა, ხოლო 5 ჩაჭრა მისი კარიერის ახალი პირადი რეკორდია.
- რა მაგარი
ჩვენი გუნდის ძალა საკუთარი ძალების რწმენაშია - ბოლომდე გვჯეროდა, რომ მოგება შეგვეძლო, უკანასკნელ წუთამდე ვიომეთ და ჩვენმა ბრძოლამ შედეგი გამოიღო.
- თქვენ ახლა სუპერფორმაში ხართ. რით არის გამოწვეული?
- ბოლო ორი-სამი სეზონის განმავლობაში ფიზიკური პრობლემები 100 პროცენტით მზადყოფნის საშუალებას მისპობდა. ახლა კი დიდებულ ფიზიკურ ფორმაში ვარ, შესაძლოა, კარიერაში საუკეთესო ფორმაშიც კი. პროდუქტიული ვარ, ვეხმარები თანაგუნდელებს დაცვასა და შეტევაში, ვუქმნი მათ შეტევისთვის სივრცეს.
- რას ელით ამ სეზონში?
- ბოლო თვეებია, "მილუოკი" ძლიერად თამაშობს. ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ძლიერი გუნდი ვართ. ასე რომ, საშიში არაფერია. მართალია, "ოლ სტარის" შემდეგ ბევრი მატჩი დავთმეთ, მაგრამ "მილუოკის" კარგ მომავალში დარწმუნებული ვარ. ჩვენ პლეი ოფში ძნელად დასამარცხებელი გუნდი ვიქნებით. მოკლედ, მომავლისკენ ოპტიმიზმით ვიყურები.
შეგახსენებთ, რომ ბოლო ორი კვირაა, ზაზა ფაჩულია საშუალოდ თამაშში 13,4 ქულას, 10,9 მოხსნას და 3,1 პასს აკეთებს.
თქვენი წარმატება გულით მიხარია ბიჭებო!
კიდევ ბევრჯერ გაგეხარებინოთ ქართველი ქომაგის გული!
ღმერთმა დაგლოცოთ!