გიორგი შერმადინის 8 ქულა "კანტუს" მოსაგებად არ ეყო

AutoSharing Option
გიორგი შერმადინის გუნდისთვის იტალიაში საპლეიოფო რბოლა გამძაფრებულია. "კანტუ" საუკეთესო 8 გუნდში მოსახვედრად იბრძვის, თუმცა უკვე მეორე მატჩია, დასანანად - 1 ქულით აგებს. ამჯერად კანტუელები სტუმრად "პისტოიასთან" ანგარიშით 87:88 დამარცხდნენ.

გიორგი შერმადინი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე მთლიანობაში 18 წუთი გაატარა.

ქართველმა ცენტრმა 4-დან 2 ორქულიანი და 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, 8 ქულა მოიპოვა და ამას 2 მოხსნა, 2 დაფარება და 1 პასი მოაყოლა. საუკეთესო დარიუს ჯონსონ-ოდომი გახდა 21 ქულით, 16 მიითვალა მეტა ვორლდ ფისმა, იგივე რონი არტესტმა, რომელიც წლების წინ
NBA-ში საუკეთესო დამცველად ითვლებოდა.

ამ წაგებამ კანტუელები ცხრილში მე-11 ადგილამდე დააქვეითა. შერმადინის გუნდს 10 მოგების წილ 13 მარცხი აქვს. მომდევნო მატჩი "კანტუს" 4 აპრილს, შინ ერთ-ერთ აუტსაიდერ "უპეასთან" ელის.

წყარო: gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული