თორნიკე შენგელია ესპანეთის ლიგას ეფექტური თამაშით დაუბრუნდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
თორნიკე შენგელია ესპანეთის ჩემპიონატს დაუბრუნდა. ქართველმა ფორვარდმა 5-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მოიხადა, რომელიც 1-ელ მარტს, ბილბაოსთან სტუმრად მატჩში მომხდარი ინციდენტის გამო მიიღო.


ქართველი ფორვარდი უმაღლეს დივიზიონს შედეგიანად დაუბრუნდა. შენგელია სასტარტო ხუთეულში იყო და 15 წუთში 11 ქულა მიითვალა, თუმცა მთავარია, რომ მისმა გუნდმა სტუმრად "სევილიასთან" იმარჯვა. "ლაბორალ კუჩამ" მეტოქე დაძაბულ ბრძოლაში, ანგარიშით 91:83 იმარჯვა.

შენგელიამ სროლათა მაღალი პროცენტულობა გამოავლინა - 4-დან 3 ორქულიანი, 1-დან 1 სამიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. საუკეთესო
კი ფაბიენ კოსიე გახდა, რომელმაც 38 წუთში 25 ქულა მიითვალა.

ამ გამარჯვებით "ლაბორალ კუჩა" ცხრილში მე-6 ადგილზე გამაგრდა. შენგელიას გუნდს 16 მოგება და 12 მარცხი აქვს და სავარაუდოდ, საპლეიოფო რვა კლუბში მოხვდება. რეგულარული ჩემპიონატის დასრულებამდე 6 ტურია დარჩენილი. მორიგი მატჩი ვიტორიელებს შინ, 19 აპრილს, "სარაგოსასთან" ელით.

წყარო: gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული