გიორგი შერმადინის გარჯამ "კანტუს" ვერ უშველა

AutoSharing Option
გიორგი შერმადინის "კანტუ" იტალიის ჩემპიონატის მორიგ ტურში, რომელიც ვენეციაში "უმანასთან" გამართა, 68:89 დამარცხდა. კარგი ამბავი ისაა, რომ შერმადინმა შედეგიანად ითამაშა და 19 წუთში 9 ქულა და 7 მოხსნა მიითვალა.

ქართველი ცენტრი სასტარტო ხუთეულში იყო, თუმცა 19 წუთზე მეტი არ უთამაშია. ქართველმა ცენტრმა 5-დან 4 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო. 9 ქულასა და 7 მოხსნასთან ერთად, შერმადინს 1 ჩაჭრაც ჰქონდა. კანტუელთაგან საუკეთესო მეტა უორლდ ფისი გახლდათ 12 ქულით.

11 მოგებითა და 14 მარცხით "კანტუ" ცხრილში მე-11 ადგილზეა. მომდევნო ტურში, 20
აპრილს "კანტუ" "ვანოლის" უმასპინძლებს.

წყარო: gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული