გიორგი შერმადინის 11 მოხსნა და დამარცხებული ფავორიტი

AutoSharing Option
16 აპრილს, იტალიის ჩემპიონატში გამოტოვებული შეხვედრა შედგა. გიორგი შერმადინის "კანტუმ" პირველობის მთავარ ფავორიტ "მილანს" უმასპინძლა და დამაჯერებლად დაამარცხა - 83:64.

წარმატებაში თავისი წვლილი შეიტანა 216 სმ სიმაღლის ქართველმა ცენტრმა გიორგი შერმადინმა. მან მატჩში ყველაზე მეტჯერ მოხსნა - 11. გარდა ამისა, მის ანგარიშზე 5 ქულა და 1 შედეგიანი გადაცემა დაფიქსირდა (16 წუთში).

NBA-ს ვარსკვლავმა "მეტა ვორლდ პისმა" 13 ქულა ჩააგდო, ხოლო მატჩის ბომბარდირი ასევე კანტუელი სტეფანო ჯენტილე გახდა - 20 ქულა.

ამ გამარჯვებით ლომბარდიელები საპლეიოფო ზონაში შევიდნენ. ისინი 12 მოგებით მე-8
ადგილზე არიან.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული