ნიკოლოზ ცქიტიშვილმა "ჩამპვილი" ლიბანის ჩემპიონატის ნახევარფინალში გაიყვანა

AutoSharing Option
ნიკოლოზ ცქიტიშვილმა "ჩამპვილს" ლიბანის ჩემპიონატის მეოთხედფინალში სერიის მესამე მატჩიც მოაგებინა და ნახევარფინალში "ბიბლოსთან" სათამაშოდ ემზადება. ჩამპვილელებმა "მუტაჰედს" ოვერტაიმში 115:112 სძლიეს.

ცქიტიშვილმა ეს შეხვედრაც ორმაგი დუბლით დაასრულა: 27 ქულა და 10 მოხსნა. ალბათ, მისი სრული სტატისტიკაც გაინტერესებთ: 42 წუთი, 27 ქულა (5/4 ორქულიანი, 3/2 სამიანი, 13/13 საჯარიმო), 10 მოხსნა, 3 პასი, 1 ჩაჭრა, 2 დაფარება, 2 ფოლი, 1 შეცდომა. მარგი ქმედების კოეფიციენტი - 46!

კარგად დააკვირდით ნიკას ტყორცნების სიზუსტეს და დასკვნა თავად გამოიტანეთ. რაც შეეხება ნახევარფინალს, სერიის პირველი მატჩი 21 აპრილს,
"ბიბლოსის" მოედანზე გაიმართება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
აუცილებლად ნაკრებში უნდა იყოს. წივწივაძე ჯობია? კოკოშკოვს სად აქ თვალები. ფედერაციამ მარტო ატკატებზე უნდა იმუშაოს?
roma
15:32 20-04-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული