გიორგი შერმადინის 10 ქულა და "კანტუს" გამარჯვება "ვანოლისთან"

AutoSharing Option
იტალიის ჩემპიონატის მორიგი ტური ორშაბათამდე გაიწელა. ბოლო მატჩი 20 აპრილს გაიმართა - გიორგი შერმადინის "კანტუ" კრემონას "ვანოლის" დაუპირისპირდა. კანტუელებმა 79:76 მოიგეს.

პირველი მეოთხედის შემდეგ კრემონელები 19:15-ით დაწინაურდნენ, თუმცა მეორე პერიოდის საწყის 7 წუთში ქულა რა არის, ისიც ვერ მოიპოვეს და 0:15 წააგეს. სწორედ ეს ეპიზოდი გახდა გადამწყვეტი - მეორე ათწუთეულის შემდეგ "კანტუს" კალათბურთელებს თვითრწმენაც შეემატათ და გულშემატკივარმაც დაინახა, რომ იმ დღეს მასპინძლები სტუმრებს აშკარად სჯობდნენ.

ზემოთ ნახსენები სპურტისას გიორგი შერმადინი მოედანზე იყო და საბოლოო გამარჯვებაშიც დიდი წვლილი შეიტანა. მის ანგარიშზე
10 ქულა და 5 მოხსნა დაფიქსირდა. გიორგიმ რამდენიც ისროლა, ყველა კალათში მოათავსა: 3 ორქულიანი და 4 საჯარიმო. 16 ქულით მატჩის ბომბარდირი კანტუელი სტეფანო ჯენტილე გახდა.

ამ მოგებით "კანტუმ" მეცხრე ადგილიდან მეშვიდეზე აინაცვლა. მას 13 მოგება და 14 წაგება აქვს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული