ასპროცენტიანი გიორგი შერმადინი და პლეი ოფის ზონაში შესული "კანტუ"

AutoSharing Option
გიორგი შერმადინის "კანტუ" პლეი ოფისთვის იბრძვის. კანტუელებმა იტალიის ჩემპიონატში მორიგი მატჩი მოიგეს და ცხრილში მე-7 ადგილზე გამაგრდნენ.

შერმადინის გუნდმა ვანოლის დაძაბულ ბრძოლაში ანგარიშით 79:76 სძლია, ქართველი ცენტრი კი ერთ-ერთი საუკეთესო იყო.

შერმადინი სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა და იმ 17 წუთში, რაც მოედანზე გაატარა, ყველა სროლა ჩააგდო. ქართველმა ცენტრმა 3-დან 3 ორქულიანი და 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდო. 10 ქულასთან ერთად, გიორგიმ 5 მოხსნაც მიითვალა და მარგი ქმედების კოეფიციენტით თავისიანთაგან მხოლოდ სტეფანე ჯენტილეს ჩამორჩა.

13 მოგებითა და 14 მარცხით კანტუ საპლეიოფო ზონაში
- მეშვიდე ადგილზეა და დარჩენილ 3 ტურში მოწინავე რვაეულში ადგილის შენარჩუნება მართებს. მორიგ მატჩს შერმადინის გუნდი რეჯიო ემილიაში, 26 აპრილს გამართავს.

წყარო: gbf.ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული