ზაზა ფაჩულია: ჩიკაგოელებს არ ეგონოთ, რომ იოლად დაგვამარცხებენ

AutoSharing Option
23 აპრილს, NBA-ს პლეი ოფის პირველი წრის III მატჩში ზაზა ფაჩულიას "მილუოკი" "ჩიკაგოს" უმასპინძლებს. ქართველი ცენტრის გუნდი სერიას 0:2-ით აგებს.

შეგახსენებთ, რომ სერიის მეორე მატჩში ზაზა ფაჩულიამ და "ჩიკაგოს" ესპანელმა ლეგიონერმა ნიკოლა მიროტიჩმა იჩხუბეს. ფაჩულიამ მეორე ტექნიკური ფოლი მიიღო და მას მოედანი დაატოვებინეს.

საბედნიეროდ, არ გამართლდა ჩვენი შიში და არც ამერიკული სპორტული მედიის ვარაუდი - ზაზას დისკვალიფიკაცია არ მისცეს და ის მესამე მატჩში ითამაშებს. სამაგიეროდ, ვერ ითამაშებს მიროტიჩი, რომელმაც ზაზასთან დაპირისპირებაში ტრავმა
მიიღო და ახლა გუნდს დააკლდება. მიროტიჩი ბოლოს ძალიან კარგად თამაშობდა, მარტის თვეში ის საშუალოდ 20,8 ქულას აგდებდა თამაშში.

ამასობაში ზაზა ფაჩულიამ journaltimes.com-ს კომენტარი მისცა, თუმცა მას მომხდარ ინციდენტზე არ ულაპარაკია. ქართველმა ცენტრმა პირველი ორი თამაშის წაგების მიზეზებზე ისაუბრა:

"სერიის მეორე მატჩში 13 შედეგიანი გადაცემა გავაკეთეთ. მხოლოდ 13, ეს საშინელებაა ჩვენი გუნდისთვის და ეს პრობლემა აუცილებლად უნდა აღმოვფხვრათ. მაგრამ ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ და "ჩიკაგოს" არ ეგონოს, რომ იოლად გაიმარჯვებს".
მკითხველის კომენტარები / 3 /
Nikola mirotichi serbia, umbralod madridis realsi tamasobda.
levan
05:35 24-04-2015
0
ინიესტასთვის სივრცის მიცემა ხარაკირის ტოლფასია
geronti
22:39 23-04-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული