გიორგი შერმადინის 8 ქულამ "კანტუს" ვერ უშველა

AutoSharing Option
იტალიის ჩემპიონატში "რეჯო ემილიასთან" (მესამე ადგილზეა) სტუმრად წაგების შემდეგ გიორგი შერმადინის "კანტუმ" პლეი ოფისკენ სავალი გზა გაიმრუდა.

ლომბარდიელებმა 74:86 დათმეს, არადა, შეხვედრა შესანიშნავად დაიწყეს და მეორე პერიოდში ათქულიან უპირატესობასაც მიაღწიეს. რჩებოდა შთაბეჭდილება, რომ ვარეზელებს არ ჰქონდათ იარაღი კანტუელთა შესაჩერებლად.

თუმცა გამოცდილი მწვრთნელის, კარლო რეკალკატის გამოცდილმა შეგირდებმა მალევე მოახერხეს სიტუაციის გამოსწორება, რაშიც დიდი წვლილი ლიტველებს მიუძღვით - რიმანტას კაუკენასს და დარიუს ლავრინოვიჩს. პირველმა 14 ქულა ჩააგდო, მეორემ - 16.

"კანტუს" რიგებში ბომბარდირი 18 ქულით ჯეიმს ფედელინი გახდა. გიორგი შერმადინი სასტარტო ხუთეულში
იყო, 20 წუთი ითამაშა, 8 ქულა და 5 მოხსნა ჩააგდო. ქართველი ცენტრის ანგარიშზე 4-დან 4 საჯარიმო და 4-დან 2 ორქულიანია.

იტალიის ჩემპიონატის პლეი ოფში საუკეთესო რვა გუნდი გადის. "კანტუს" და "პისტოიას" 13-13 მოგება აქვთ და მერვე-მეცხრე ადგილებს ინაწილებენ.

მეოთხედფინალში გამსვლელის ვინაობას დარჩენილი მატჩები გაარკვევს. "კანტუ" "პესაროსა" (შინ) და "რომას" (სტუმრად) ეთამაშება, ხოლო "პისტოია" - "ვარეზესა" (შინ) და "მილანს" (სტუმრად).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული