ლომბარდიელებმა 74:86 დათმეს, არადა, შეხვედრა შესანიშნავად დაიწყეს და მეორე პერიოდში ათქულიან უპირატესობასაც მიაღწიეს. რჩებოდა შთაბეჭდილება, რომ ვარეზელებს არ ჰქონდათ იარაღი კანტუელთა შესაჩერებლად.
თუმცა გამოცდილი მწვრთნელის, კარლო რეკალკატის გამოცდილმა შეგირდებმა მალევე მოახერხეს სიტუაციის გამოსწორება, რაშიც დიდი წვლილი ლიტველებს მიუძღვით - რიმანტას კაუკენასს და დარიუს ლავრინოვიჩს. პირველმა 14 ქულა ჩააგდო, მეორემ - 16.
"კანტუს" რიგებში ბომბარდირი 18 ქულით ჯეიმს ფედელინი გახდა. გიორგი შერმადინი სასტარტო ხუთეულში
იტალიის ჩემპიონატის პლეი ოფში საუკეთესო რვა გუნდი გადის. "კანტუს" და "პისტოიას" 13-13 მოგება აქვთ და მერვე-მეცხრე ადგილებს ინაწილებენ.
მეოთხედფინალში გამსვლელის ვინაობას დარჩენილი მატჩები გაარკვევს. "კანტუ" "პესაროსა" (შინ) და "რომას" (სტუმრად) ეთამაშება, ხოლო "პისტოია" - "ვარეზესა" (შინ) და "მილანს" (სტუმრად).
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"