ფაჩულიამ 8 ქულა ჩააგდო და 3 მოხსნა გააკეთა.
ასე დასრულდა ზაზა ფაჩულიას რიგით მე-12 სეზონი ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში.
"ჩვენ ვერ გავეცით ვერანაირი პასუხი "ჩიკაგოს". განსაკუთრებით, ეს თამაშის დასაწყისში იყო აშკარა. ეს იყო სერიოზული დარტყმა, რომლის შემდეგაც "თამაშში დარჩენის" შანსი არა გვქონია.
ისინი წინ გაიქცნენ, ავიღეთ ტაიმაუტი - ისინი მაინც წინ გაიქცნენ და ყველაფერი ჩვენი კონტროლიდან გავიდა.
მაგრამ ახლა სწორედ იქ ვართ, საიდანაც კარგია ახალი
აშკარად მოუმატებს გუნდი, რომელსაც ახალგაზრდა ბიჭები დაემატებიან. დარწმუნებული ვარ, "მილუოკი" მომავალ სეზონში უფრო დისციპლინირებული გუნდი იქნება, მეტი ენერგიითა და გამოცდილებით.
ჩვენ დავიმახსოვრებთ ამ მწარე მარცხს, მაგრამ მხოლოდ პოზიტიური კუთხით. ჩვენი გუნდის მომავალს დიდი ოპტიმიზმით ვუყურებ".