თორნიკემ მატჩი სასტარტო ხუთეულში დაიწყო და 25 წუთი ითამაშა. დროის ამ მონაკვეთში მან 9 ქულა, 5 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა მოაგროვა. ბასკონიელთა სნაიპერი ფაბიენ კოსიე გახდა, რომელმაც 15 ქულა ჩააგდო.
ამ წაგებით "ბასკონიამ" "ხუვენტუდს" დაწევის საშუალება მისცა. ორივე გუნდს 17-17 მოგება აქვს (14-14 მარცხი) და მეექვსე-მეშვიდე ადგილებს ინაწილებს.
ესპანეთის ჩემპიონატის რეგულარული ეტაპის დასრულებამდე 3 ტურია დარჩენილი. უახლოეს მატჩს "ბასკონია" მადრიდში "ესტუდიანტესის" წინააღმდეგ ჩაატარებს.
ყოველდღიური