თორნიკე შენგელიას 9 ქულამ "ბასკონიას" ვერ უშველა

AutoSharing Option
ესპანეთის ჩემპიონატში 31-ე ტურის მატჩები გაიმართა. თორნიკე შენგელიას "ბასკონიამ" "მურსიას" უმასპინძლა და მოულოდნელად 77:85 დამარცხდა.

თორნიკემ მატჩი სასტარტო ხუთეულში დაიწყო და 25 წუთი ითამაშა. დროის ამ მონაკვეთში მან 9 ქულა, 5 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა მოაგროვა. ბასკონიელთა სნაიპერი ფაბიენ კოსიე გახდა, რომელმაც 15 ქულა ჩააგდო.

ამ წაგებით "ბასკონიამ" "ხუვენტუდს" დაწევის საშუალება მისცა. ორივე გუნდს 17-17 მოგება აქვს (14-14 მარცხი) და მეექვსე-მეშვიდე ადგილებს ინაწილებს.

ესპანეთის ჩემპიონატის რეგულარული ეტაპის დასრულებამდე 3 ტურია დარჩენილი. უახლოეს მატჩს "ბასკონია" მადრიდში "ესტუდიანტესის" წინააღმდეგ ჩაატარებს.

ყოველდღიური
სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული