გიორგი შერმადინის "კანტუს" პლეი ოფამდე ნაბიჯი აკლია

AutoSharing Option
გიორგი შერმადინის "კანტუმ" იტალიის უმაღლეს ლიგაში მორიგი მატჩი მოიგო და საპლეიოფო ზონაში გამაგრდა.

კანტუელებმა აუტსაიდერი "პესარო" 83:67 დაამარცხეს და ცხრილში მე-7 ადგილზე დამკვიდრდნენ.

შერმადინმა სასტარტო ხუთეულში ითამაშა და მოედანზე გატარებულ 18 წუთში 8 ქულა და 2 მოხსნა მოაგროვა. ქართველმა ცენტრმა 4-დან 3 ორქულიანი და 2-დან ორივე საჯარიმო ჩააგდო. შერმადინის მსგავსად, 8 ქულა დააგროვა მეტა უორლდ ფისმა, საუკეთესო კი ჯეიმს ფელდეინი გახდა 20 ქულით.

14 მოგებით
და 15 მარცხით "კანტუ" მე-7 ადგილზეა და სავარაუდოდ, პლეი ოფშიც მოხვდება, რადგან დარჩენილია 1 ტური და წაგების შემთხვევაშიც, დიდი შანსია, "კანტუ" საუკეთესო რვა გუნდს შორის დარჩეს. ბოლო ტურში კანტუელები სტუმრად "რომას" ეთამაშებიან.

წყარო: gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული