"რომ შევადაროთ, სად ვიყავით სეზონის წინ და სად დავასრულეთ, განსხვავება უზარმაზარია. ჩვენ გვჯერა ჩვენი გუნდის თამაშის სისტემის, როგორც დაცვაში, ისე შეტევაში.
კარგია, რომ მომავალ სეზონშიც იგივე სამწვრთნელო შტაბი გვეყოლება. ასე ხდება გუნდის პროგრესი.
მე ერთ წელიწადში წარმატების მიღწევის არ მჯერა. წარმატებას დრო, ბევრი შრომა და მოთმინება სჭირდება.
პირველი წელიწადი მორჩა, მეორე უკეთესი იქნება", - თქვა ფაჩულიამ.