გიორგი შერმადინის "კანტუ" სერია A-ს პლეი ოფში გავიდა

AutoSharing Option
დასრულდა იტალიის სერია A-ს რეგულარული ჩემპიონატი და პლეი ოფის წყვილებმაც საბოლოო სახე მიიღეს.

საუკეთესო 8 გუნდში მოხვდნენ და ჩემპიონობისთვის ბრძოლას აგრძელებენ გიორგი შერმადინის "კანტუ" და ჯეიკობ პულენის "ბრინდისი".

ბოლო ტურში "კანტუმ" სტუმრად 78:75 დაამარცხა "რომა" და რეგულარული ჩემპიონატი მე-7 ადგილზე დაასრულა. რომაელებთან მატჩში შერმადინი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე გატარებულ 16 წუთში 4 ქულა, 4 მოხსნა, ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა.

პლეი ოფის მეოთხედფინალურ სერიაში "კანტუ" მე-2 ადგილზე გასულ "ვენეციას" შეხვდება. რაც შეეხება ჯეიკობ პულენის "ბრინდისის", ამ გუნდმა მე-6 ადგილი
დაიკავა და პლეი ოფის პირველ წრეში მესამეადგილოსან "რეჯიო ემილიას" შეხვდება.

ბოლო ტურის მატჩი "ბრინდისიმ" სწორედ "რეჯიო ემილიასთან" სტუმრად ითამაშა და 63:67 დამარცხდა. პულენი სასტარტო იყო და მოედანზე გატარებულ 28 წუთში 17 ქულა, 4 მოხსნა და 3 პასი მიითვალა. ის თანაგუნდელ მიკლ ერიკთან ერთად ბრინდისელთაგან საუკეთესო იყო.

პლეი ოფი 18 მაისს დაიწყება.

წყარო: gbf.ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული