"ბაქსის" წარმატების საიდუმლო - ამერიკაში ზაზა ფაჩულიას სეზონი შეაფასეს [VIDEO]

AutoSharing Option
behindthebuckpass.com-ზე ადამ მაკგიმ "მილუოკი ბაქსის" ქართველი ცენტრის ზაზა ფაჩულიას 2014/15 წლების სეზონი დაწვრილებით შეაფასა.

ვფიქრობთ, ეს სტატია ქართველ გულშემატკივარსაც დააინტერესებს.

"მასზე ამ სეზონის განმავლობაში ექსპერტებს სხვადასხვა აზრი ჰქონიათ, მაგრამ ერთი ცხადზე უცხადესია - რომ არა ზაზა ფაჩულია, "მილუოკი ბაქსი" ასე წარმატებული არ იქნებოდა.

სეზონის ბოლოს ინტერვიუში ზაზამ აღნიშნა, რომ ეს წარმატება მხოლოდ დასაწყისია და წინ კიდევ ბევრს უნდა ველოდოთ მისგან.

"მე მხოლოდ ჩემზე შემიძლია ვთქვა, ამ სეზონით კმაყოფილი დავრჩი. იყო კარგი და ცუდი დროება, მაგრამ საერთო ჯამში, სახალისო სეზონი გამოვიდა",
- განაცხადა ფაჩულიამ.

31 წლის ვეტერანის გაგება იოლია, ფაჩულიამ ამ სეზონში უფრო მეტჯერ ითამაშა სასტარტოში, ვიდრე ახალგაზრდობისას, 2006-07 წლების სეზონში.

"ჩემთვის, თუ გუნდი პლეი ოფში ვერ გადის, ეს ფუჭად გატარებული დროა. ასე ვგრძნობდი თავს გასულ წელს. სწორედ ამიტომაც კმაყოფილი ვარ ბოლო სეზონით".

მართლაც, "მილუოკის" დრო ფუჭად არ დაუკარგავს, ფაჩულიას და ახალგაზრდული ბირთვის დახმარებით ჯეისონ კიდმა ააწყო კონკურენტუნარიანი გუნდი იმაზე უფრო სწრაფად, ვიდრე ეს ვინმეს წარმოედგინა.

"ზაზას დამსახურება მოედანზე და მის გარეთ ჩვენი გუნდისთვის უზარმაზარია", - ეს კიდის სიტყვებია.

ფაჩულიამ კარგად მოირგო ლიდერის როლი და მაშინ, როცა გუნდს სჭირდებოდა, ჩინებულადაც ითამაშა. მოდი, გადავავლოთ თვალი ფაჩულიას კარიერის ბოლო 7-თვიან პერიოდს...

სიძლიერე
ზაზა ფაჩულია არ არის NBA-ს ტრადიციული ცენტრი და არც ასოციაციის ახალი თაობის ცენტრფორვარდია. ფაჩულია ცოტა, სხვანაირია.

მისი თამაში და ის, რომ მოულოდნელად, დიდი ხნით შემორჩა ასოციაციას, აგებულია ზაზას შეუფასებელ სათამაშო ინტელექტზე, მის ბრძოლისუნარიონაბასა და ამოუწურავ ენერგიაზე.

ქართველი ყველაფერს ვერ აკეთებს პარკეტზე, ის არ არის ფარის საუცხოო დამცველი, თუმცა მას შეუძლია თავისი ოსტატობის ოპტიმიზირება და თანაგუნდელების აყოლიება.

მისი პასები საოცარია, განსაკუთრებით შეტევაში ისეთი სტაგნანტური გუნდისთვის, როგორიც "მილუოკია", ფაჩულია ხშირად აგრძელებს შეტევას გამორჩეულად, გაცილებით უკეთ, ვიდრე მისი თანაგუნდელები. მოულოდნელი პასებით ზაზას მუდმივად დაძაბულობაში ჰყავს ოპონენტები.

მიუხედავად იმისა, რომ ერთი-ერთზე ზაზას ასეთი დახვეწილი გაგრძელების შესრულება შეუძლია, ის ფიზიკურადაც იოლად ჩაგრავს მეტოქეებს. გინდათ ამის მტკიცებულება?

კარგად დააკვირდით კრის მიდლტონის გამარჯვების ჩაგდებას "მაიამისთან" მატჩში, ეს არ მოხდებოდა, რომ არა ზაზას სრული გამოვლენა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

სისუსტე
ასაკი - რა თქმა უნდა, რაც დრო გადის, ზაზა ისევ ვერ გაახალგაზრდავდება. ეს ასოციაციის ნებისმიერი ვეტერანის სატკივარია.

ამასთან, ფაჩულია არასოდეს იყო გამორჩეულად ათლეტური.

ხანდახან ამ სეზონში ზაზა სტაბილურად ვერ აგდებდა კალათში. მართალია, "ბაქსის" სხვა "დიდებს" სჯობდა, მაგრამ ეს ასპექტი მან უნდა გამოასწოროს, თუ სურს კვლავ მოწინავე როლში დარჩეს გუნდში.

ზაფხულის გეგმა
ზედიზედ მე-15 ზაფხულია, ფაჩულია ეროვნულ ნაკრებს დაეხმარება. ეს ისაა, რაც ვეტერან ცენტრს ყველაზე მეტად ეამაყება:

"ძალიან ბევრი სიკეთეა ამისგან, ამერიკაშიც უკვე ფორმაში მყოფი ვბრუნდები. ერთი ეგაა, გამოდის, რომ ორ შეკრებას გავდივარ. ერთს აგვისტოში და ერთს ოქტომბერში. მაგრამ ამას შეგუებული ვარ".

ფაქტი, რომ ზაზა სეზონს უკვე ფორმაში ხვდება უდავოდ პოზიტიურია, მაგრამ მას სხვა გეგმებიც უნდა ჰქონდეს.

ფაჩულიამ შემტევი დეტალები უნდა დახვეწოს თავის თამაშში, განსაკუთრებით, ორქულიანი სროლა თამაშიდან. მისი კარიერის განმავლობაში საშუალო დისტანციიდან სროლები ქართველს კარგად გამოსდიოდა და მეტოქეები მასთან ფრთხილად უნდა ყოფილიყვნენ, ამ ბოლო სეზონში კი ზაზამ ცოტა მოუკლო ამ კუთხით.

41,6 სროლის პროცენტი კატასტროფა არ არის, მაგრამ გვახსოვს ზაზას შედეგი "ატლანტაში" - 51,2%. ასე რომ, ზაზას მომატების რესურსი აქვს. თუ მოუმატებს, ეს დიდად წაადგება "ბაქსს".

სეზონის საუკეთესო თამაში
ამ თამაშში ფაჩულიას რწყინვალება ნათლად გამოჩნდა. მარტის ბოლოს პლეი ოფში მოხვედრის საკითხი წყდებოდა და "მილუოკი" "ბრუკლინს" ხვდებოდა. მატჩი სამმაგ ოვერტაიმში გადაწყდა და ფაჩულიამ დიდებულად ითამაშა ბრუკ ლოპესის წინააღმდეგ.

ფაჩულიამ ჩააგდო 22 ქულა და მოხსნა 21 ბურთი, აქედან 18 მეტოქის ფარზე! ეს 18 მოხსნა "მილუოკის" ყველა დროის რეკორდია. ასეთი რამ ბოლოს დენის როდმანმა შეძლო 1992 წელს NBA-ში.

ფაჩულიას ბრწყინვალე თამაშის კიდევ ერთი დასტური 7 შედეგიანი გადაცემაა.

და აი, მისი კომენტარი თამაშის შემდეგ: "მე უფრო მოგება მსურდა, სჯობდა 0 ქულა, 0 მოხსნა მქონოდა და თამაში მოგვეგო".
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

საბოლოო შეფასება
ამ სეზონში ფაჩულიამ ყველაფერი გაიღო ახალგაზრდული გუნდისთვის. მისი კარგი თამაში კარგად იყო შეზავებული ბრძოლისუნარიანობით, რასაც მის გარეშე "ბაქსი" ვერაფრით დაიკვეხნის.

31 წლის ფაჩულია შეუფასებელი იყო "მილუოკისთვის" ამ სეზონში. მისი ლიდერობით საფუძველი ჩაეყარა "ბაქსის" წარმატებულ სეზონს.

სეზონის საბოლოო შეფასება: B+

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 6 /
ეს ფაჩულია კი არა ფაჩულიანია!
ქართველი სომხური წარმოშობით
10:05 18-05-2015
0
ზაზას წარმატებები, როცა ასეთ ადამიანებს ვუყურებ მეც მიხარია რომ ქართველი ვარ. წელს შედგება ზაზას ბენეფისი ნაკრების შემადგენლობაში ამაში დარწმუნებული ვარ.მოუთმენლად ველოდები ნაკრების თამაშებსსსსს...და გამარჯვებებსსსსს.
ქართველი მეგრული წარმოშობის
10:29 17-05-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული