გიორგი შერმადინისა და ჯეიკობ პულენის სერიები - 2:2

AutoSharing Option
იტალიის ჩემპიონატში დაძაბულად მიმდინარეობს მეოთხედფინალური მატჩები. გიორგი შერმადინის "კანტუმ" "ვენეციასთან" 0:2 ჩამორჩენის შემდეგ ორი საშინაო მატჩი მოიგო და სერიაში ანგარიში გაათანაბრა - 2:2.

სწორედ ასეთი ანგარიშია მეორე წყვილში - "ბრინდისი"-"რეჯო ემილია". შეგახსენებთ, რომ "ბრინდისის" ღირსებას საქართველოს ნაკრების უკანახაზელი ჯეიკობ პულენი იცავს.

25 მაისს ორივე ჩვენიანმა ითამაშა. "კანტუმ" "ვენეცია" 81:64 დაამარცხა, ხოლო "ბრინდისიმ" "რეჯო ემილიასთან" შინ 62:73 დათმო.

შერმადინმა 13 წუთში 4-4 ქულა-მოხსნა, 2 დაფარება და 1 პასი მიითვალა. პულენმა - 32 წუთში 10 ქულა და 4 პასი.

გადამწყვეტი მეოთხედფინალები 27
მაისს, "ვენეციისა" და "რეჯო ემილიას" მოედნებზე გაიმართება. გამარჯვებულები ერთმანეთს ნახევარფინალში შეხვდებიან. მეორე ნახევარფინალური წყვილი უკვე გარკვეულია: "მილანი"-"დინამო სასარი".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული