ცნობილი ჟურნალისტის დევიდ პიკის ცნობით, 26 წლის ქართველმა ცენტრმა, რომელიც ბოლოს იტალიური "კანტუს" ღირსებას იცავდა, ესპანურ გუნდთან, რომელმაც წინა სეზონი მე-14 ადგილზე დაასრულა, კონტრაქტზე უკვე მოილაპარაკა.
შერმადინს ესპანეთში "სარაგოსაში" უთამაშია, სხვადასხვა დროს კი ის "პანათინაიკოსის", "ოლიმპიაკოსისა" და "მაკაბის" ღირსებას იცავდა.