კონტრაქტი არაგარანტირებულია და თუ ჩვენებური წინასასეზონო კემპზე თავს ვერ გამოიჩენს, ის, უბრალოდ, გაუქმდება. თუმცა ფაქტია, ასოციაციიდან 2006 წელს წასულ კალათბურთელს შანსი მიეცა.
Denver Post-თან საუბარში ცქიტიშვილმა შემდეგი განაცხადა:
"ახლახან 32 წლის გავხდი, მაგრამ ახლა უკეთესი კალათბურთელი ვარ - უფრო დარწმუნებული საკუთარ შესაძლებლობებში და ფიზიკურად უფრო ძლიერი. ახლა უფრო ჭკვიანურად ვთამაშობ".
მოკლედ, ჩვენი თანამემამულე იმედიანადაა და სჯერა, რომ 9-წლიანი პაუზის მერე შეძლებს მსოფლიოს საუკეთესო საკალათბურთო ლიგაში თამაშს.
ჩვენებურმა თავი მწვრთნელ