გიორგი ცინცაძემ ფრანგულ "გრაველინში" პირველი მატჩი ჩაატარა

AutoSharing Option
ლიტვასთან მატჩის შემდეგ საქართველოს საკალათბურთო ნაკრების გამთამაშებელი გიორგი ცინცაძე საქართველოში დაბრუნდა, თუმცა საფრანგეთიდან გამომგზავრებამდე გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ კარიერას იქაურ "გრაველინში" განაგრძობდა.

"ბუმ" სწრაფად ჩაალაგა ჩემოდნები და ფრანგულ ქალაქ დიუნკერკში გაეშურა. ჩასვლა და ამხანაგური მატჩი ერთი იყო - "გრაველინის" შემადგენლობაში დებიუტი "ორლეანის" წინააღმდეგ ჰქონდა. შეხვედრა ორლეანელთათვის ლამაზი ანგარიშით, მათივე გამარჯვებით დასრულდა - 77:55.

თუ "გრაველინის" კლუბის ოფიციალურ ვებ-გვერდს ვენდობით, გიორგი ცინცაძეს თანაგუნდელთა შორის ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო იყო. ქართველმა გამთამაშებელმა მატჩი 6 შედეგიანი გადაცემითა და 4 ქულით დაასრულა.

პირველ ოფიციალურ შეხვედრას "გრაველინი"
2 ოქტომბერს ჩაატარებს. საფრანგეთის ჩემპიონატის გახსნით შეხვედრაში მისი მეტოქე "რუენი" იქნება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
წარმატებებს გისურვებ! vaxvax-ს შენ ალბათ მინიმუმ მადრიდის რეალში თამაშობ,ისე ღადაობ! თუ ტანკებს თამაშობ კომპიუტერში:)):)):))
თაზო
12:47 22-09-2015
0
"გრაველინი" რა გუნდია,ალბათ "ჭ"კლასის?
vaxvax
11:40 22-09-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული