თორნიკე შენგელიამ "ბასკონიაში" თავისი ანგარიში ორმაგი დუბლით გახსნა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ფორვარდმა თორნიკე შენგელიამ "ბასკონიაში" თავისი ანგარიში ორმაგი დუბლით გახსნა - 10-10 ქულა-მოხსნა.

ეს მაჩვენებელი გაცილებით ეფექტური იქნებოდა, მის გუნდს რომ მოეგო, "ბასკონიამ" იტალიურ "დოლომატისთან" 76:86 დათმო.

ქართველი ფორვარდი ვიტორიელთა გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. შენგელიამ მასპინძელთაგან ყველაზე მეტი - 29 წუთი ითამაშა, 10-დან 4 ორქულიანი და 3-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. მოპოვებულ 10 ქულას შენგელიამ 10 მოხსნა, 2 პასი, 3 ჩაჭრა და 2 დაფარება მოაყოლა.

მატჩი საქველმოქმედო იყო, შემოსული თანხა სირიელი ლტოლვილების დახმარების ფონდში გადაირიცხება.

თორნიკესა და მის თანაგუნდელებს უახლოესი
შეხვედრა 3 ოქტომბერს ელით, მოსკოვში, "გომელსკის თასზე" ცსკა-ს დაუპირისპირდებიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული