"ლოს ანჯელეს კლიპერსმა" ნიკა ცქტიშვილის დამატებაზე უარი თქვა

AutoSharing Option
"ლოს ანჯელეს კლიპერსმა" ქართველი კალათბურთელის ნიკა ცქტიშვილის დამატებაზე უარი თქვა, იტყობინება NBA-ს ოფიციალური ვებ-გვერდი.

შეგახსენებთ, რომ "კლიპერსმა" ცქიტიშვილთან არაგანტირებული კონტრაქტი გააფორმა, რომლის მიხედვით ქართველ აკალთბურთელს საგამოფენო მატჩებში უნდა მიეღო მონაწილოება, რის შემდეგაც "კლიპერსი" მისი დატოვების ან გაშვების გადაწყვეტილება მიიღებდა.

თუმცა NBA-ს ვებ-გვერდის ცნობით ცქიტიშვილი არც საგამოფენო შეხვედრებში მიიღებს მონაწილოებას.

ცქიტიშვილს NBA-ში 172 მატჩი აქვს ნათამაშები (11.3 წუთი, 2,9 ქულა, 1.7 მოხსნა). მან ამერიკის შემდეგ კარიერა ევროპაში გააგრძელა და ითამაშა ესპანეთში, იტალიაში, ამის შემდეგ ირანში, ბოლოს ცქიტიშვილი ლიბანის ლიგაში ასპარეზობდა.
მკითხველის კომენტარები / 3 /
აქ ვარ და რას ამბობ საქართველოს ნაკრებსა და NBA ს შორის ერთი ნაბიჯია რა ! NBA ში მისი სახელი რომ ფიგურირებდა- მარტო ამით იყო ბევრ წლევანდელებთან ათი თავით მაღლა- და შენ , კოკოშკოვის ფანო, კმაყოფილი ხარ წლევანდელი შედეგით ? მაგარი სასტავი შეკრიბა არა ? დაგლიჯეს.
nika
04 ოქტომბერი 2015 22:58
0
მარტო სიმაღლე კალათბურთელად ვერ გაქცევს
jordan
04 ოქტომბერი 2015 17:49
0
ჰა აბა სად ხართ კოკოშკოვის მაგინებლები.
ჯონდო
04 ოქტომბერი 2015 15:49
0

სიახლეები პოპულარული