ალექსანდრ გომელსკის სახელობის ტურნირში სამონაწილეოდ მოსკოვში თავი მოიყარეს ყაზანის "უნიკსმა", ბერძნულმა "პანათინაიკოსმა", ესპანურმა "ლაბორალ კუჩამ" და რა თქმა უნდა, მასპინძელმა ცსკა-მ.
კენჭისყრამ შენგელიას გუნდს არ გაუმართლა. ნახევარფინალში მეტოქედ მასპინძელი ცსკა ერგო.
არმიელებმა ესპანურ გუნდს იოლად - 102:74 მოუგეს. ქართველი ფორვარდი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე თავისიანთაგან ყველაზე მეტხანს - 27:19 წუთი ითამაშა. თორნიკემ 8-დან 3 ორქულიანი, 3-დან 1 სამიანი და 6-დან 4 საჯარიმო ჩააგდო. მთლიანობაში შენგელიას 13
ვიტორიულ კლუბში 13-13 ქულა ჰქონდათ მაიკ ჯეიმსს და ალბერტო კორბახოს. რაც შეეხებათ არმიელებს, ცსკა-ში 17-17 ქულით ნანდო დე კოლო და კორი ჰიგინსი გამოირჩნენ. მეორე ნახევარფინალურ მატჩში ათენის პანათინაიკოსმა "უნიკსს" სძლია და შენგელიას გუნდს მე-3 ადგილისთვის მატჩის მეტოქედ ყაზანური გუნდი ერგო.
მატჩი დაძაბული გამოდგა და მისი ბედი დამატებით დროში გადაწყდა. აღსანიშნავია, რომ ვიტორიულ გუნდში კაპიტანი 23 წლის შენგელია იყო. თორნიკემ მოედანზე 24 წუთი გაატარა და თავი 10 ქულას, 4 მოხსნას და თითო ჩაჭრა-პასს მოუყარა. ქართველმა ფორვარდმა 7-დან 3 ორქულიანი და 7-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, 2 სამიანი კი ააცილა. ესპანურ გუნდში 30 ქულით საუკეთესო იყო დარიუს ადამსი. ესპანელებმა შეხვედრა ანგარიშით 86:90 წააგეს.
მომდევნო მატჩს "ლაბორალ კუჩა" ესპანეთის ჩემპიონატში გამართავს. პირველ ტურში, 11 ოქტომბერს ვიტორიული გუნდი სტუმრად "ესტუდიანტესს" შეხვდება.
მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით