ნიკა მეტრეველის 5 წუთი სერია A-ს სადებიუტო მატჩში

AutoSharing Option
გასულ უქმეებზე იტალიის სერია A-ს გათამაშება დაიწყო. აღნიშნულ ჩემპიონატში ქართველები - ნიკა მეტრეველი და ლევან ბაბილოძე ასპარეზობენ.

ორივე მათგანი "კაპო დ'ორლანდოს" ღირსებას იცავს, თუმცა პირველ ტურში ბაბილოძე ძირითად შემადგენლობაში არ იყო, მეტრეველმა კი 5 წუთი ითამაშა.

ორლანდოელებმა პირველ ტურში "კანტუს" უმასპინძლეს და 8 ქულის სხვაობით - 73:65 დაამარცხეს.

ქართველ ფორვარდს, როგორც ვთქვით, მხოლოდ 5 წუთი მოუწია მოედანზე ყოფნა და ამ მოკლე დროში მან 1 მოხსნა და 1 პასი მოაგროვა, 1 ორქულიანის აცილებაც მოასწრო.

ორლანდოელებს 17 ქულით ლიტველმა სიმას იასაიტისმა ულიდერა,
10-ქულიან ზღვარს კი ნიგერიელი ალექს ორიახი (13) და უნგრელი ზოლტან პერლიც (12) ასცდნენ. მომდევნო ტური 11 ოქტომბერს გაიმართება და ორლანდოელები სტუმრად ვენეციას შეხვდებიან.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული