გიორგი ცინცაძის "გრავლინის" მორიგი გამარჯვება საფრანგეთის ჩემპიონატში

AutoSharing Option
გიორგი ცინცაძის "გრავლინი" საფრანგეთის უმაღლეს ლიგაში წარმატებით ასპარეზობს, რომელმაც საშინაო გამარჯვების შემდეგ გასვლაზეც მოახერხა მოგება. დიუნკერკის გუნდი "ნანსის" ესტუმრა და ანგარიშით 81:75 იმარჯვა.

ცინცაძე სათადარიგო იყო და მოედანზე 14 წუთით გამოჩნდა. ქართველმა გამთამაშებელმა 2 ორქულიანი და ამდენივე სამიანი ააცილა, ხოლო 4 საჯარიმო ცდიდან 3 გამოიყენა. ცინცაძის ანგარიშზე საბოლოოდ 3 ქულა, 3 მოხსნა, 3 პასი და 2 ჩაჭრა დაგროვდა.

გრავლინელთაგან 21 ქულით საუკეთესო იყო მარკუს დავი, 16 ქულა მიითვალა სტივ გრეიმ, გუნდის ლიდერის, ენდრიუ ალბისის ანგარიშზე 15 ქულა და 7 პასი
დაგროვდა. მასპინძელთაგან 23 ქულით ანდი პანკო გამოირჩა.

2-დან 2 გამარჯვებით "გრავლინი" საფრანგეთის უმაღლესი ლიგის ლიდერთა შორისაა. მომდევნო მატჩს ცინცაძის გუნდი 9 ოქტომბერს, შინ "შალონ-რეიმსთან" გამართავს.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული